კატარი – იდეალური ქვეყანა ოჯახური დასვენებისთვის!
კატარში ნებისმიერი ინტერესის მქონე ტურისტს აქვს საშუალება ნახოს მისთვის საინტერესო დასვენების სტილი.
კატარი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის: სასტუმროების საბავშვო კლუბები, ხარისხიანი კვება, გასართობი სივრცეები სავაჭრო ცენტრებში, აკვაპარკები და სხვა აქტივობები უზრუნველყოფს პატარებისთვის დაუვიწყარ დასვენებას.
კატარის ნაციონალური მუზეუმი
Desert Falls Water and Adventure Park
კატარის მუზეუმები სტუმრებს სთავაზობს ინტერაქტიულ და ინოვაციურ ექსპონატებს, რომლებიც მარტივად გასაგებია ბავშვებისთვის. აუდიოვიზუალური ტექნოლოგიები და სხვადასხვა ღონისძიებები პატარებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ექსპონატები საკუთარ სენსორულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მუზეუმში არის განათლების სივრცეები, სადაც ბავშვები შემეცნებით და მხიარულად სწავლობენ გარემოს, ეცნობიან ადგილობრივ ფლორას და ფაუნას და აფართოვებენ ცოდნას შემოქმედებით გზით.
Hilton Salwa Beach Resort & Villas-ის ტერიტორიაზე მდებარე ეს პარკი შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. აქ 50-ზე მეტი ატრაქციონი, წყლის ხიდები, სხვადასხვა აუზი და კარტინგი გელოდებათ, რაც უზრუნველყოფს მხიარულებას და ადრენალინს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
უდაბნოს საფარი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თავგადასავალია კატარში. ეს გამოცდილება აერთიანებს ადრენალინს, გართობას და ოჯახურ მოგონებებს ერთ სივრცეში.
Angry Birds World უნიკალურ გასართობ პარკია კატარში, რომელიც იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. პარკში არის 20-ზე მეტი დახურული და ღია ატრაქციონი, კარტინგის ტრასა Angry Birds GO, სასაჩუქრე მაღაზიები და კვების პუნქტები, რაც უზრუნველყოფს პატარებისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს და მაქსიმალურ გართობას.
Quest Doha მდებარეობს მშიებრ რიონის რაიონში და მოიცავს 32,000 კვ.მ. ფართობს. პარკში არის 30-ზე მეტი ატრაქციონი, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული ამერიკული სასრიალოები და ყველაზე დიდი თავისუფალი დაცემის კოშკი. პარკი შესაფერისია მოგზაურებისთვის ყველა ასაკისათვის, რაც იდეალურ თავგადასავლად აქცევს ოჯახური ვიზიტებისთვისაც.
ალ-მაჰას თემატური პარკი ლუსაილში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გაიხსნა, იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის კატარში. პარკში წარმოდგენილია 50-ზე მეტი უნიკალური ატრაქციონი, მათ შორის: Qatar Airways-ის ჯადოსნური მატარებელი, Arctic Splash, გიგანტური ყინულის სასრიალო, 5G ამერიკული სასრიალოები და Ain QNB-ბორბალი.